logo
ENG



ივანიშვილის სახლთან სტიკერების გაკვრის გამო, "შეცვალეს" წევრები დააჯარიმეს

22 ივლ 202009:42
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ მოძრაობა „შეცვალეს" 4 წევრი დააჯარიმა. სამართალდამცველებმა 80-ლარიანი ჯარიმები აქტივისტებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების სტიკერების გაკვრის გამო გამოუწერეს.

როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავა აცხადებს პოლიციამ დაჯარიმების მიზეზად გარემოს დანაგვიანება დაასახელა. პოლიციის ამგვარ საქციელს ისინი ბიძინა ივანიშვილის სახლის წინ გამართულ პერფორმანსს უკავშირებენ. აქტივისტები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

„სრულიად უწყინარი პერფორმანსის დროს, როდესაც სამანქანო გზაზე რამდენიმე სტიკერი გავაკარით, დაგვიწერეს 80-ლარიანი ჯარიმები დანაგვიანების მოტივით. თითქოს ჩვენ ვაბინძურებდით გარემოს. მსგავსი პრეცედენტები გვქონდა, სტიკერებს აქციებზეც ვაკრავდით სხვადასხვა პერფორმანსების დროს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ალბათ ეს გამოწვეულია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მოხდა ეს ყველაფერი, თუმცა ეს არ არის მისი საკუთრება, სამანქანო გზაა. შემდეგ უკვე პროტესტის ნიშნად ეს ქვითრები ბატონ ბიძინას სახლის კარებზე გავუკარით და დავუტოვეთ. გადახდას არ ვაპირებთ, გავასაჩივრებთ“, - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა, ნიკა ფარულავამ.


close დახურვა